ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც წირვა-ლოცვა აღევლინება. პირველი მსახურება 2012 წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე ჩატარდა.
2009 წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აკურთხა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის საძირკველი
ქვის ოსტატთა ჯგუფმა არსენ დადუნაშვილის ხელმძღვანელობით მაღალ დონეზე შეასრულა ტაძრის მოპერანგებისა და ლორფინის ქვით გადახურვის სამუშაოები .
ტაძრის ძირითადი აღმშენებელია არაერთი კეთილი საქმის აღმსრულებელი ბატონი სულხან პაპაშვილი. ტაძრის მშენებლობას აგრეთვე შეეწია ძალიან ბევრი კეთილი ნების ადამიანი.
ტაძრის წინამძღვარი ბრძანდება ზუდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. კეთილმოწესე -დეკანოზი გიორგი ქავთარაძე. ტაძარში ყოველდღიური წრვა-ლოცვა აღევლინება