ტაძრის შესახებ
ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი - 2009 წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აკურთხა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის საძირკველი. ამავე წლის სექტემბერში, ზუგდიდში სტუმრობისას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს სამონასტრო კომპლექსი, სადაც იქნება სამრეკლო, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის რეზიდენცია, მამათა მონასტერი, სასულიერო სემინარია, სულიერებისა და კულტურის ცენტრი და სასტუმრო სახლი მომლოცველთათვის.
ტაძრის პროექტის ავტორია აწ განსვენებული ბატონი არჩილ მინდიაშვილი, კონსტრუქტორი ემზარ კიზირია, მშენებლობის ზედამხედველები ბრძანდება ბატონი როინ ფარცვანია.
__________________________________________________________
ტაძრის მშენებლობა - სულიერი გადარჩენის საწინდარია