თანამედროვე საეკლესიო არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი თავისი არქიტექტურული და სულიერი მნიშვნელობით მომავალში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლად შეიკვრება.
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი თანამედროვე ქართული საეკლესიო არქიტექტურის მნიშვნელოვანი მაგალითია. ტაძარი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და განსაკუთრებული ის არის, რომ მის ფასადზე არცერთი ორნამენტი არ მეორდება.
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2009 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის კურთხევით. სამშენებლო პროცესი დღესაც მიმდინარეობს. დაგეგმილია ინტერიერის მოზაიკით შემკობა, აგრეთვე კომპლექსის აშენება, რომელიც რელიგიურ-საგანმანათლებლო კულტურის მნიშვნელოვან ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს.
ტაძრის არქიტექტორია არჩილ მინდიაშვილი.